ფიორეს დირექტორი:“ კინი იანვარშივე გვსურდა, კოსტიჩი და არტური ?…“
ფიორენტინას დირექტორმა დანიელე პრადემ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის ფეხბურთელების მიმართ ინტერესზე ისაუბრა.
„მოლაპარაკებები იუვესთან ? მოიზე კინის გაფორმება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. მის ტრანსფერზე ჩვენ იანვარშიც ვმუშაობდით, თუმცა კოპა იტალიაზე გამარჯვების შემდეგ მოიზემ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.
„არტური და კოსტიჩი ? ჩვენ იუვენტუსთან სხვა ფეხბურთელების თაობაზე მოლაპარაკებები არ გვქონია.“