კაპელო:“ სპალეტის შენარჩუნება სწორი და ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილებაა“
ლეგენდარული ფაბიო კაპელოს აზრით, იუვენტუსმა ლუჩიანო სპალეტის შენარჩუნებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„ლუჩიანო სპალეტის იუვენტუსში მისვლის შემდეგ გუნდის პროგრესი აშკარაა და ამის არდანახვა შეუძლებელია, თუმცა ლუჩიანომ გუნდი სუა სეზონში ჩაიბარა, რაც ყოველთვის ძალიან რთულია, მას მთელი ჩემპიონატი ცენტრ-ფორვარდის გარეშე მოუწია ყოფნა, რასაც ახალი ტრანსფერების მიუღებელი თამაში ემატება.
„სპალეტი შესანიშნავი მწვრთნელია, რომელსაც შეუძლია, იუვენტუსი უმაღლეს დონეზე მოკლე დროში დააბრუნოს, თუმცა ამისთვის მას გუნდის მხარდაჭერა და შესაბამისი ტრანსფერების განხორციელება სჭირდება.“
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
