TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კინი არჩევანს ბოლონიასა და ფიორენტინას შორის გააკეთებს

მოიზე კინს იტალიის დატოვება არ უნდა, ამიტომ ის არჩევანს სერია ა-ს ორ გუნდს შორის გააკეთებს.

იტალიელი ფორვარდი ტურინული გრანდის გეგმებში აღარ შედის და ბიანკონერი მისი მსურველების ძიებას უკვე შეუდგა. კინის გაფორმების სურვილი ფრანგულმა და არაბულმა გუნდებმაც გამოთქვეს, თუმცა ფეხბურთელის პრიორიტეტი სერია ა-ში დარჩენაა.

SportMediaset-ის ინფორმაციით, კინის ტრანსფერზე ბოლონია და ფიორენტინა მუშაობენ, თუმცა ჯერჯერობით არც ერთ მათგანს იუვენტუსისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.