ბოლონიას უარი იუვენტუსს…
იუვენტუსი რიკარდო კალაფიორის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ტურინელებს მოთხოვნილი 40 მილიონის შემცირება მოიზე კინის ან არკადიუშ მილიკის გამოყენებით სურდათ, თუმცა უარი მიიღეს.
Calciomercato-ს ცნობით, როსობლუ იუვენტუსის ფორვარდებით მართლაც ინტერესდება, თუმცა მათ კალაფიორის ტრანსფერში ჩართვას არ განიხილავს.
ბოლონიას იტალიელი უკანახაზელის სანაცვლოდ 40-45 მილიონი ევროს მიღება სურს და ფეხბურთელის მიმართ არსებული დიდი ინტერესის ფონზე, მათ ამ თანხის გამომუშავება არ გაუჭირდებათ…