TuttoJuve

Juve per sempre sarà

კიეზას იუვენტუსის უფასოდ დატოვება უნდა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, დიდია ალბათობა, რომ ფედერიკო კიეზამ გუნდი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

კიეზას მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსით მას გაცილებით მსუყე კონტრაქტის მიღების იმედი აქვს.

წყაროს ცნობით, კიეზას თავისუფალი აგენტის სტატუსით გაფორმებით დაინტერესებული ერთ-ერთი გუნდი ინტერი გახლავთ. ბეპე მაროტასა და კიეზას აგენტს შორის ამ თემაზე საუბარი უკვე შედგა და ნერაძური სიტუაციას ყურადღებით აკვირდება…

32 views
error: დაცული კონტენტი !