TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზამ არაბული და თურქული გუნდები უარით გაისტუმრა

სეზონის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ფედერიკო კიეზას ბედი კი ჯერ კიდევ გაურვეველია.

იტალიელი ფეხბურთელის მიმდიანრე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და ის ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის, ამიტომ ბიანკონერი კიეზას გაყიდვას ცდილობს, თუმცა იუვენტუსს ჯერჯერობით მის სანაცვლოდ ოფიციალური წინადადება არ მიუღია.

Sky Sport-ის ცნობით, კიეზამ ბოლო დღეებში თურქულ და არაბულ გუნდებში ტრანსფერზე უარი თქვა, მას პრემიერ ლიგაში თამაში სურს, სადაც იტალიელის მიმართ ინტერესს არსენალი, ჩელსი, ტოტენჰემი და ლივერპული იჩენენ, თუმცა მათი ინტერესი ამ მომენტისთვის არც თუ ისე სერიოზულია და იუვენტუსს კონკრეტული შეთავაზება არ მიუღია.