ვესტ ჰემი მილიკის ტრანსფერზე მუშაობს
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ვესტ ჰემი იუვენტუსის ფორვარდის არკადიუშ მილიკის ტრანსფერზე მუშაობს.
პოლონელი ფორვარდი ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის, ამიტომ ის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისპ ერიოდში გუნდიდან წამსვლელი ფეხბურთელების სიაში იმყოფება.
წყაროს ცნობით, ბიანკონერის მილიკის სანაცვლოდ 7-8 მილიონი ევროს მიღება სურს, რისი გადახდაც ინგლისელებიბსთვის პრობლემა არ იქნება, თუმცა ჩაქუჩებს პირველ რიგში ტრანსფერზე მილიკის თანხმობის მიღება მოუწევთ.