ფიორენტინა მაკკენის ტრანსფერს ამრაბატის გაშვებისთნავე დახურავს
ფიორენტინა უესტონ მაკკენის ტრანსფერზე იუვენტუსთან პოზიტიურ მოლაპარაკებებს აგრძელებს, თუმცა ვიოლას ამერიკელის გასაფორმებლად პირველ რიგში გუნდიდან სოფიან ამრაბატის გაშვება მოუწევს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ფიორენტინას შორის ტრანსფერის ფასის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია. ფლორენციელებს ამერიკელის გაფორმება 12-13 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლებათ, თუმცა მათ პირველ რიგში მანჩესტერ იუნაიტედიდან დაბრუნბული სოფიან ამრაბატის გაყიდვა მოუწევთ.
წყაროს ცნობით, ფიორენტინაში გადასვლის წინააღმდეგი არც თავად მაკკენია, ვინც იებთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.