TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზა-დი ლორენცოს ბარტერი რეალურ სახეს იძენს

ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ნაპოლის შორის კიეზა-დი ლორენცოს ბარტერის შანსი სულ უფრო იზრდება.

წყაროს ცნობით, ნაპოლის დი ლორენცოს იუვენტუსში გაშვება არ სურს, მაგრამ ანტონიო კონტეს გუნდში ფედერიკო კიეზას ხილვა სურს და მის გასაფორმებლად პარტენოპეი დათმობაზე წასვლის წინააღმდეგი არ იქნება.

გამოცემის ინფორამციით, თუ ბარტერი შედგა, იუვენტუსი ნაპოლისგან დი ლორენცოს გარდა 20 მილიონი ევროს დამატებას მოითხოვს.