TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსსა და ალ-ნასრს შორის შესნის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება

იუვენტუსი და ალ-ნასრი ვოიცეხ შესნის ტრანსფერის თაობაზე მუშაობას აქტიურად აგრძელებენ.

La Stampa-ს ცნობით, მხარეებს შორის გარკვეული დისტანცია კიდევ არსებობს, თუმცა მოლაპარაკებები პოზიტიურად ვითარდება და დიდი ალბათობით პოლონელი ფეხბურთელი არაბულ გუნდს შეუერთდება.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი შესნის სანაცვლოდ 4-5 მილიონს მიიღებს, ამის გარდა კი ბიანკონერი პოლონელისთვის გადასახდელი ხელფასის სახით 13-14 მილიონს დაზოგავს.

შესნი ალ-ნასრთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი შემდგომში კიდევ 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით. მისი გასამრჯელო ბონუსების ჩათვლით 20 მილიონი ევრო იქნება.