კიეზა ბარსელონას უახლოვდება
ფედერიკო კიეზას ბარსელონაში ტრანსფერის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია.
Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსი ფეხბურთელის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 13 მილიონ ევროს მიიღებს.
კიეზა ბლაუგრანასთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი გასამრჯელო სეზონში 4 მილიონი იქნება, რასაც ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი დაემატება.