არტური ფიორენტინაში დაბრუნებასთნ ახლოს არის
ფიორენტინა და იუვენტუსი ერთდროულად რამდენიმე, მათ შორის არტურის ტრანსფერს განიხილავენ.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსმა ბრაზილიელი ფეხბურთელის ყიდვის მსურველი ვერ იპოვნა, ამიტომ მისი კვლავ იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის.
წყაროს ცნობით, იუვენტუსს დიდი ალბათობით არტურის ხელფასის – 6 მილიონის ნაწილის, დაახლოებით 2 მილიონის გადახდა მოუწევს, რადგან ფიორენტინა ბრაზილიელის სრული გასამრჯელოს დაფარვას არ აპირებს.