TuttoJuve

Juve per sempre sarà

კელის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა

ლოიდ კელი გასულ დღეებში ინგლისურ გუნდებს დაუკავშირეს, მაგრამ ამ მომენტისთვის მისი გუნდიდან წასვლა ნაკლებად მოსალოდნელია.

მირკო დი ნატალეს ცნობით, ინგლისელ ფეხბურთელს იუვენტუსში დარჩენა უნდა და მისი შენარჩნების წინააღმდეგი არც ლუჩიანო სპალეტია.

წყაროს ინფორმაციით, კელის გაყიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე 30-35 მილიონ ევროს გადაიხდის, წინააღმდეგ შემთხვევაში ინგლისელი გუნდში დარჩება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).