კელი იუვენტუსში ტრანსფერთან ახლოს არის
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი და ნიუკასლი ლოიდ კელის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.
წყაროს ცნობით, კელი ტურინულ გრანდს 6-თვიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში 16 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით.
დი მარციოს ცნობით, მხარეები ტრანსფერის ბოლო დეტალებს ათანხმებენ და სავარაუდოდ ტრანსფერი უახლოეს საათებში დაიხურება.