კაზემირო მანჩესტერს ტოვებს, მის გაფორმებას მილანი და იუვე ეცდებიან
კაზემირო სეზონის ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ინგლისელებთან სეზონის ბოლოს იწურება და Calciomercato-ს ცნობით, ის გუნდთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს.
წყაროს ინფორმაციით, 34 წლის ნახევარმცველის მიმართ ინტერესს მილანი და იუვენტუსი იჩენენ. გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის, ბრაზილიელს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, მისი შემდგომში გახანგრძლივების პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
