ტონალის იტალიაში დაბრუნება სურს…
Calciomercato-ს ინფორმაციით, სანდრო ტონალის სეზონის ბოლოს ნიუკასლის დატოვება უნდა და მისი პრიორიტეტი სერია ა-ში დაბრუნება იქნება.
წყაროს ცნობით, სანდროს მიმართ ინტერესს ინგლისური გრანდები იჩენენ, მაგრამ იტალიელი ფეხბურთელის პრიორიტეტი პრემიერ ლიგის დატოვება და სერია ა-ში დაბრუნება იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, იტალიაში ტონალის მიმართ ინტერესს იუვენტუსი და ნაპოლი იჩენენ, მაგრამ მისი გაფორმება ფინანსური ასპექტების გამო მარტივი არ იქნება.
ნიუკასლი სანდროს სანაცვლოდ დაახლოებით 80-90 მილიონს ითხოვს, რასაც ფეხბურთელის მაღალი ხელფასი – 10 მილიონი ემატება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
