TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კასანო:“ მე ალეგრი არ მომწონდა, მაგრამ იუვე ახლა უფრო ცუდ სიტუაციაშია, მოტა იუვენტუსისთვის მზად არ არის“

ანტონიო კასანომ პოდკასტ Viva el Futbol-ში იუვენტუსში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„ჯუნტოლიმ საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მან დახარჯა ძალიან ბევრი ფული, გაუშვა ალეგრი და მოიყვანა ტიაგო მოტა, თუმცა ყველაფერი კატასტროფულად ვითარდება.

„იცით, რომ მე ალეგრი არ მომწონდა და მისი დიდი ქომაგი არ ვარ, თუმცა მაქსი თავისი უსახური ფეხბურთით მინიმუმ ოთხეულში გარანტირებულად შეგიყვანს, ახლა კი, დახარჯული 225 მილიონის შემდეგ, ტიაგო მოტა ალეგრიზე უარეს თამაშს აჩვენებს.

„ატალანტასთან მატჩში მოტამ კოპმეიენრსი, ვინც გასულ სეზონში იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო, მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე დააყენა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოტა სრულ გაურკვევლობაშია. ტიაგო მომწონს, ის კარგი ბიჭია და არც ხასიათი აკლია, მაგრამ ჯერჯერობით იუვენტუსის დონის გუნდისთვის მზად არ არის.“

error: დაცული კონტენტი !