იუვეს ფიორენტინასთან შესაძლოა 3 ფეხბურთელი დაუბრუნდეს
ატალანტასთან მარცხის შემდეგ, იუვენტუსი ფიორენტინასთან მატჩისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებს.
IlBianconero-ს ინფორმაციით, დიდია ალბათობა, რომ ფლორენციელების წინააღმდეგ შეხვედრაში გუნდის განკარგულებაში შიკო კონსეისაუ, იონას რუჰი და ნიკოლო სავონა დაუბრუნდებიან.
სამივე მათგანი ჯერჯერობით განცალკევებით ვარჯიშობს, თუმცა სამედიცინო შტაბი ვარაუდობს, რომ ისინი ხვალიდან სრული დატვირთვით მუშაობას შეუდგებიან და ფიორენტინას წინააღმდეგ მატჩისთვის მზად იქნებიან.