კასანო:“ იუვენტუსს მანჩინის მსგავსი ტოპ მენეჯერი სჭირდება“
ყოფილი იტალიელი ფეხბურთელის ანტონიო კასანოს აზრით, იუვენტუსმა ტიაგო მოტა რობერტო მანჩინით უნდა ჩაანაცვლოს.
„ტიაგო მოტა იუვენტუსის რიგებში მოლოდინებს ვერ ამართლებს, მისი გუნდი უსახურ ფეხბურთს თამაშობს და შედეგები იმაზე გაცილებით ცუდია, ვიდრე ბიანკონერის შემადგენლობას ესაჭიროება.
„ტოპ გუნდს არა მხოლოდ ტოპ მწვრთნელი, არამედ ტოპ მენეჯერი სჭირდება, რომელსაც სიტუაციის დალაგება შეუძლია და ვფიქრობ, ამისთვის იუვენტუსს რობერტო მანჩინი სჭირდება.“