TuttoJuve

Juve per sempre sarà

კარნევალის კამბიაზოს შენარჩუნება უნდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსში ჯოვანი კარნევალის მისვლამ შესაძლოა ანდრეა კამბიაზოს სიტუაცია შეცვალოს.

იტალიელი ფეხბურთელის იუვენტუსიდან წასვლის თაობაზე გასულ კვირებში აქტიურად იწერებოდა, თუმცა Tuttomercato-ს ცნობით, ახლა სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია.

წყაროს ინფორმაციით, კარნევალის იუვენტუსში მაქსიმალურად ბევრი იტალიელის ხილვა სურს, ამიტომ ის კამბიაზოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ რომელიმე დაინტერესებული გუნდი ანდრეას სანაცვლოდ 45 მილიონს გადაიხდის.

ლუჩიანო სპალეტი იტალიელი ფეხბურთელის დარჩენის წინააღმდეგი არ არის.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).