TuttoJuve

Juve per sempre sarà

კაპელო:“ ეს იტალიური ფეხბურთის ტრაგედიაა, ფედერაციის პრეზიდენტმა პასუხიმგებლობა უნდა აიღოს“

ფაბიო კაპელომ ბოსნიასთან იტალიის ნაკრების მარცხი შეაფასა.

„მე მთელი ღამე არ მეძინა, ჯერ კიდევ მიჭირს იმის გაანალიზება, თუ რა მოხდა. ჩვენ მუნდიალის 4-გზის გამარჯვებულზე ვსაუბრობთ, რაც გუშინ მოხდა, ეს სრულიად იტალიური ფეხბურთის ტრაგედიაა.

„ყველაზე მეტად გასაკვირი ის არის, რომ ამ ფიასკოს შემდეგ არავინ გადადგა. უპირველესყოვლისა, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ეკისრება, მან თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს და თავის სტაფთან ერთად ფედერაცია დატოვოს.

„პრობლემა მხოლოდ შედეგები არ არის, ეს ტრუქტურულია, ყველაფერს გაანალიზება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა მარტივი არ იქნება, თუმცა თუ შესაბამისი ცვლილებები მოხდა, ჩვენ ამას შევძლებთ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !