ჯენოა ზაფხულში პერინის გაფორმებას ეცდება
ჯენოა მატია პერინის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
გენუელები იტალიელი კარის დარაჯის გაფორმებას იანვარში ცდილობდნენ და SportMediaset-ის ცნობით, ჯენოა იუვენტუსთან მოლაპარაკებების განახლებას სეზონის ბოლოს გეგმავს.
პერინს თავის მხრივ რეგულარულად თამაში უნდა და თუ იუვენტუსი ძირითადში ყოფნის გარანტიას არ მისცემს, ჯენოაში გადასვლის წინააღმდეგი არ იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
