TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კამბიაზო სეზონის ბოლოს იუვენტუსს დატოვებს და სიტიში გადავა

ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, სეზონის ბოლოს ანდრეა კამბიაზო იუვენტუსის რიგებს დატოვებს.

წყაროს ცნობით, იტალიელი ფეხბურთელი კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს, რომელიც ანდრეას გაფორმებაზე გასულ კვირებში აქტიურად მუშაობდა.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსმა კამბიაზოს სანაცვლოდ სიტის წინადადება უკვე მიიღო, რომლის მიხედვითაც ბიანკონერი ანდრეას სანაცვლოდ 60 მილიონ ევროსა და ბონუსებს გამოიმუშავებს.

კამბიაზო ქალაქელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი კიდევ 1 სეზონით გაგრძელების პერსპექტივით. ნადრეას წლიური გასამრჯელო 6 მილიონი ევრო იქნება.

error: დაცული კონტენტი !