TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჯუნტოლი კიეზას აგენტს შეხვდა

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, გუშინ მილანში ფედერიკო კიეზას აგენტს ფალი რამადანისა და კრისტიანო ჯუნტოლის შორის შეხვედრა გაიმართა.

წყაროს ცნობით, მხარეებმა ფეხბურთელის მომავალი განიხილეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე კვლავ ვერ მივიდნენ.

დი მარციოს ცნობით, ჯუნტოლი კიეზას წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ შეხვდება, იქამდე კი ბიანკონერი მის სანაცვლოდ მიღებულ წინადადებებს განიხილავს და თუ რომელიმე მხარე 25-30 მილიონს გადაიხდის, კიეზა ტურინულ გრანდს დატოვებს.

29 views
error: დაცული კონტენტი !