TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბაიერნი ჰეისენის ტრანსფერზე გააქტიურდა

იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, ბოლო საათებში ბაიერნმა იუვენტუსის ტალანტის დინ ჰეისენის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.

წყაროს ცნობით, გერმანულმა გრანდმა ფეხბურთელის აგენტთან პირველი მოლაპარაკება უკვე გამართა და მომდევნო დღეებში იუვენტუსს პირველი წინადადებით მიმართავს.

ტურინული გრანდის პოზიცია ჰეისენთან მიმართებაში არ შეცვლილა, ნებისმიერ დაინტერესებულ გუნდს მის სანაცვლოდ 25-30 მილიონის გადახდა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ესპანელი გუნდში დარჩება.