რომას პირველი წინადადება კიეზას…
რომა ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ჯალოროსი იტალიელს 4-წლიან კონტრაქტსა და გასამრჯელოს სახით სეზონში 5.5 მილიონ ევროს სთავაზობს.
წყაროს ცნობით, კიეზას ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ მომენტისთვის უცხოური გუნდების ვარიანტებს განიხილავს, თუმცა მისი რომაში ტრანსფერი გამორიცხული არ არის.