TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი:“ იანვარში ჩვენი პრიორიტეტი მცველის გაფორმება იქნება, შკრინიარი ?…“

იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ უდინეზესთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„პრობლემები დაცვის ხაზში ? ბრემერის ტრავმამ ამაში დიდი გავლენა იქონია, თუმცა ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც გლეისონის შეცვლა შეუძლიათ. ბევრი ტრავმირებულისა და დატვირთული გრაფიკის ფონზე, ჩვენ გარკვეული სირთულეები გვქონდა, თუმცა ახლა სიტუაცია უკეთესად არის.

„პრიორიტეტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ? ჩვენი პრიორიტეტი ცენტრალური მცველის გაფორმება იქნება. შეტევაში ფეხბურთელები საკმარისად გვყავს და საჭიროების შემთხვევაში მათ ვლაჰოვიჩის შეცვლა შეუძლიათ, შემდეგ კი მოედანს მილიკიც დაუბრუნდება.

„შკრინიარი ? ჯერჯერობით კონკრეტულ სახელებზე საუბარი ადრეა, ჩვენ შექმნილ შესაძლებლობებს განვიხილავთ და მათ გამოყენებას ვეცდებით.

„მოტა ? ჩვენ მისი მუშაობით კმაყოფილები ვართ. გუნდმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, ბოლო პერიოდის სირთულეები კი გლეისონისა და სხვა მნიშვნელოვანი ფეხბურთელების ტრავმებითაა გამოწვეული.“