ილდისი:“ ჩვენ დღეს გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, ცენტრ-ფორვარდის პოზიცია ?…“
იუვენტუსის ფეხბურთელმა კენან ილდისმა უდინეზესთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება ? ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ თითოეული ჩვენგანი პროფესიონალი ფეხბურთელია და გუნდის დასახმარებლად მზად ვართ, იქნება ეს სასტარტოდან, თუ სათადარიგოთა სკამიდან.
„სირთულეები ბოლო მატჩებში ? ეს უკვე წარსულია, ჩვენ დღევანდელი შეხვედრისთვის მაქსიმალურად მზად ვართ და გამარჯვებისთვის ბრძოლას ვაპირებთ.
„შემიძლია თუ არა ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე თამაში ? მე ვითამაშებ იქ, სადაც მწვრთნელი მეტყვის და სადაც გუნდს დავჭირდები.“