ჯუნტოლის იუვენტუსის ნახევარდაცვაში ედერსონი-კოპმეიენრსის დუეტის ხილვა სურს
Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი ატალანტას ფეხბურთელის ედერსონის მიმართ სერიოზულია.
წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი ედერსონის აგენტს იანვარში უკვე შეხვდა და ფეხბურთელისგან ტურინულ გრანდში გადასვლის თაობაზე თანხმობა მიიღო.
პრობლემა ლა დეას მიერ მოთხოვნილი 60 მილიონია, რასაც საკმაოდ დიდი კონკურენციაც ემატება, თუმცა იუვენტუსი მის გაფორმებას ზაფხულში კიდევ ერთხელ ეცდება.