ჯუნტოლი:“ ჩვენ კოლოს შენარჩუნება გვსურს“
იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ პსვ-სთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„სატრანსფერო ფანჯარა ? ჩვენ გარკვეული პრობლემების მოგვარება მოგვიწია, რომლებიც ტრავმების გამო იყო გამოწვეული. ჩვენ დაცვაში 3 ფეხბურთელი გავიფორმეთ, შემდეგ კი მილიკის ტრავმის გამო შემტევის დამატებაც მოგვიწია და კოლო მუანის გაფორმება შევძელით. ჩვენ შემადგენლობით კმაყოფილები ვართ და გვინდა, უფრო სტაბილურები ვიყოთ.
„კოლო მუანის მომავალი ? გუნდებს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა, ჩვენ კოლოს გასაფორმებლად ძალიან დიდი კონკურენციის დაძლევა მოგვიწია. არსებობს შეთანხმება, რომ სეზონის ბოლოს გუნდებს შორის ამ თემაზე საუბარი განახლდება, ჩვენ მისი შენარჩნება გვსურს.
„კოპმეინერსი ? მან სეზონის პირველ ნახევარში ძალიან ბევრი ითამაშა. ტეუნს პრე-სეზონში მონაწილეობა არ მიუღია, შემდეგ კი მას ნეკნის ტრავმა ჰქონდა, თუმცა ის გუნდისთვის შეუცვლელი ფიგურაა, კოპმეიენრსი წარმოუდგენლად ბევრ შავ სამუშაოს ასრულებს. შესაძლოა, ტეუნი თავის ჩვეულ მოძრაობებს ჯერ ვერ აჩვენებს, მაგრამ მის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა შეუძლებელია.“