TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ზაფხულში მბანგულას გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, იუვენტუსი სეზონის ბოლოს სამუელ მბანგულას გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

21 წლის ბელგიელი ტალანტი ტიაგო მოტას გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა, რითიც მან არაერთი გუნდის ინტერესი დაიმსახურა და წყაროს ცნობით, შესაბამისი წინადადების შემთხვევაში იუვენტუსი ფეხბურთელის გაყიდვაზე უარს არ იტყვის.

მბანგულა იუვენტუსის აკადემიის აღზრდილია, ამიტომ მის სანაცვლოდ მიღებული თანხა სრულიად კაპიტალის ზრდაში აისახება, რაც კრისტიანო ჯუნტოლის გუნდის გასაძლიერებლად მეტი ფულის დახარჯვის საშუალებას მისცემს. ბიანკონერი ბელგიელის სანაცვლოდ 20-25 მილიონს ითხოვს.

error: დაცული კონტენტი !