ჯორკაეფი:“ იუვენტუსს განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს“
ყოფილმა ფეხბურთელმა იური ჯორკაეფმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა და მათ შორის იუვენტუსსაც შეეხო.
„იუვენტუსი მიმდინარე სეზონში არც თუ ისე სტაბილურია და მათ მოახლოებულ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე თავიანთი რეალური ძალის დამტკიცების საშუალება ექნებათ.
„იუვე პსჟ-ს მაგონებს, მათ სათამაშო ფილოსოფია ახლახანს შეიცვალეს და დასაწყისში გარკვეული სირთულეები მოსალოდნელი იყო, თუმცა მათ ძალიან ახალგაზრდული და პოტენციალით სავსე გუნდი ჰყავთ.“