დამაშელი:“ იუვენტუსს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს, გუნდში არსებული სიტუაცია ტიაგო მოტას კისერზეა, ელკანმა გუნდი უნდა გაყიდოს“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ტონი დამაშელიმ იუვენტუსში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
„იუვენტუსს ჰყავს დუგლას ლუისი, ნიკო გონსალესი და ტეუნ კოპმეიენრსი, მათ ჯამში გასულ სეზონში 40 გოლზე მეტი გაიტანეს, თუმცა ახლა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არც მათ და არც იუვენტუსის სხვა წევრებმა არ იციან, თუ რა უნდა გააკეთონ მოედანზე.
„იუვენტუსს შემადგენლობის მხრივ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ტიაგო მოტა ამ პოტენციალის ნახევარსაც ვერ იყენებს და არსებულ სიტუაციაში დამნაშავე სწორედ ის არის.
„გაუმართლებელია ის სიჩუმე, რომელსაც ჩვენ გუნდის ხელმძღვანელობისგან ვხედავთ. ვფიქრობ, ანიელების ეპოქა იუვენტუსში დასრულდა და ჯონ ელკანმა გუნდი უნდა გაყიდოს. ვფიქრობ, ელკანი ამისთვის უკვე დიდი ხანია ემზადება და რაც გუნდის ფინანსური სიტუაცია გამოსწორდება, იუვენტუსს ახალი მფლობელი ეყოლება.
„მოტა ? მან იუვენტუსის, მისი ისტორიისა და ხასიათის შესახებ არაფერი იცის. როგორც იბრაჰიმოვიჩმა არ იცის არაფერი მილანის შესახებ, ზლატანი მილანის სიახლეების ნაწილი იყო, მაგრამ იქ ისტორია არ დაუწერია.
„ასეთ გუნდებს სჭირდებათ ისეთი ფიგურები, როგორებიც ტოტი, მალდინი და დელ პიერო არიან. ჯუნტოლი იუვენტუსის ქომაგია, მაგრამ ის გუნდს შიგნიდან არ იცნობს.“