TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსსა და ვლაჰოვიჩის აგენტს შორის შეხვედრა მარტში ჩაინიშნა

დუშან ვლაჰოვიჩის მომავალი იუვენტუსის რიგებში საბოლოოდ მარტში გადაწყდება.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ტურინული გრანდის წარმომადგენლებსა და დუშანის აგენტს შორის შეხვედრა მარტში შედგება და ამის შემდეგ გადაწყდება, ექნება თუ არა აზრი ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების განახლებას.

წყაროს ცნობით, იუვენტუსს დუშანის შენარჩუნება უნდა, მაგრამ ტურინში დასარჩენად სერბს ხელფასის საგრძნობლად შემცირება მოუწევს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !