იუვენტუსი ლევერკუზენის ტალანტით ინტერესდება
იუვენტუსი ლევერკუზენის ნიდერლანდელი გარემარბის ერნესტ პოკუს ტრანსფერით ინტერესდება.
შიკო კონსეისაუს არასტაბილური თამაშისა და ედონ ჟეგროვარს გუნდიდან შესაძლო წასვლის ფონზე, ტურინული გრანდი მარჯვენა ვინგერის ძიებაშია და 22 წლის პოკუ იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნეა.
ახალგაზრდა ფეხბურთელის აქტივში, ვისაც როგორც ფლანგებზე, ასევე ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე შეუძლია თამაში, 36 მატჩში 6 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
