TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსსა და ნიუკასლს შორის ტონალის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო

გავლენიანი იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სანდრო ტონალი იუვენტუსის პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.

წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდსა და ინგლისურ გუნდს შორის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, რომელიც მომდევნო კვირებში უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსს ტონალის გასაფორმებლად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება დასჭირდება, ამის გარდა კი ბიანკონერი სანდრონს ტრანსფერში დუგლას ლუისის გამოყენებას ეცდება.

54 views
error: დაცული კონტენტი !