TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოჯი:“ იუვემ ტუდორის მისვლის შემდეგ ხასიათი დაიბრუნა“

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ ბოლონიასთან მატჩი შეაფასა და ტუდორს მუშაობა მოუწონა.

„იუვენტუსმა ბოლონიაში ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ქულა მოიპოვა და ოთხეულში ადგილი შეინარჩუნა, რაც მარტივი ამოცანა არ იყო.

„რა თქმა უნდა, გუნდის თამაშში ბევრი წუნია, მაგრამ იუვენტუსში იგორ ტუდორის მისვლის შემდეგ ფეხბურთელები მოედანზე ხასიათს და ბრძოლის სურვილს აჩვენებენ, რასაც ტიაგო მოტას დროს ვერ ვხედავდით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“

error: დაცული კონტენტი !