TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ახალ სპონსორს ვენეციასთან მატჩში წარადგენს

იტალიელი ჟურნალისტის მირკო ნიკოლინოს ინფორმაციით, იუვენტუსი გუნდის მაისურის ახალ მთავარ სპონსორს ვენეციასთან მატჩში წარადგენს.

ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, იუვენტუსის მაისურზე დიდი ალბათობით Jeep-ის ლოგო დაბრუნდება, თუმცა პარალელურად ბიანკონერი მეორე მთავარი სპონსორის პოვნას და ამით შემოსავლების გაზრდას ცდილობს.

მოსალოდნელია, რომ იუვენტუსი Jeep-ისგან წლიურად 25-30 მილიონ ევროს მიიღებს.

error: დაცული კონტენტი !