იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი გაიმართება
იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება.
Goal.com-ის ცნობით, გუნდები ერთმანეთს მომდევნო დღეებში შეხვდებიან და როგორც ალექსანდერ სორლოთის, ასევე ნიკო გონსალესის თაობაზე შეთანხმების მიღწევას ეცდებიან.
წყაროს ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ორივე ფეხბურთელი დაახლოებით 27-28 მილიონად არის შეფასებული, გუნდები ბარტერს არ განიხილავენ და ტრანსფერებზე განცალკევებულად მუშაობენ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
