სპალეტის, კომოლის, კიელინისა და ელკანს შორის შეხვედრა ხვალ გაიმართება
Tuttosport-ის ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტის, დამიენ კომოლის, ჯორჯო კიელინისა და ჯონ ელკანს შორის შეხვედრა კონტინასაზე ხვალ გაიმართება.
წყაროს ცნობით, მოსალოდნელია, რომ დამიენ კომოლი იუვენტუსში ადგილს შეინარჩნებს, მაგრამ ლუჩიანო სპალეტის გაცილებით მეტი გავლენა ექნება და გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე მისი აზრი დიდ გავლენას იქონიებს.
გამოცემის ინფორმაციით, სპალეტი და კიელინი იმედოვნებენ, რომ ელკანი გუნდში მატეო ტონიოცის დაბრუნებას დათანხმდება, რასაც თავის მხრივ დამიენ კომოლი ეწინააღმდეგება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
