TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბრემერი იუვენტუსს დატოვებს

La Stampa-ს ინფორმაციით, გლეისონ ბრემერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსს დატოვებს.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, იუვენტუსს კი სატრანსფერო ფანჯრის დასაფინანსებლად გუნდის ერთი ან რამდენიმე ლიდერის გაყიდვა სჭირდება და მათ შორის ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ ბრემერის მიმართ არის.

გლეისონს მსურველები როგორც იტალიაში, ასევე ევროპის სხვა ტოპ ჩემპიონატებში ჰყავს. იუვენტუსს მის სანაცვლოდ კონტრაქტში მითითებული 54 მილიონი ევროს მიღება სურს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).