TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს ვლაჰოვიჩის პოტენციური შემცვლელები შერჩეული ჰყავს

როგორც კრისტიანო ჯუნტოლიმ დაადასტურა (იხილეთ აქ), იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის ახალ კონტრაქტზე მუშაობს, თუმცა პარალელურად გუნდი სერბი ფორვარდის პოტენციური შემცვლელების ძიებას აგრძელებს და რამდენიმე კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, თუ ვლაჰოვიჩმა თამაშის ხარისხი არ გამოასწორა, ის სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს, იმის მიუხედავად, გააფორმებს თუ არა გუნდთან ახალ კონტრაქტს.

გამოცემის ცნობით, სერბის წასვლის შემთხვევაში იუვენტუსი ვიქტორ ოსიმენის, ვიქტორ ბინოფაჩეს, ჯონათან დევიდის ან ვიქტორ გიოკერესის გაფორმებას ეცდება.

მათ შორის ყველაზე რეალური კანდიდატი ჯონათან დევიდია. კანადელის მიმდინარე კონტრაქტი ლილთან სეზონის ბოლოს იწურება, ამიტომ ზაფხულში მისი გაფორმება უფასოდ იქნება შესაძლებელი.