იუვენტუსის ულტიმატუმი ვლაჰოვიჩს…
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩის აგენტს შორის შეხვედრა უახლოეს კვირებში გაიმართება, რომელზეც ტურინული გრანდი სერბ ფორვარდს ახალი კონტრაქტის პირობებს წარუდგენს.
იუვენტუსს ვლაჰოვიჩის კონტრაქტის 2026 წლიდან 2028-29 წლამდე გახანგრძლივება და მისი ხელფასის 12 მილიონიდან 9-10 მილიონამდე შემცირება სურს.
წყაროს ცნობით, თუ სერბი ფეხბურთელი იუვენტუსის წინადადებაზე უარს იტყვის, მისი გუნდიდან წასვლა სეზონის ბოლოს გარდაუვალი იქნება.