იუვენტუსს შკრინიარის გაფორმება გაუჭირდება
იუვენტუსი ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი სამიზნე მილან შკრინიარია, თუმცა ტურინულ გრანდს მისი იანვარში გაფორმება გაუჭირდება.
Tuttomercato-ს ცნობით, პსჟ-ს სლოვაკი ფეხბურთელის იჯარით გაშვება არ სურს და იანვარში მის საბოლოოდ გაყიდვას გეგმავს, ამას კი შკრინიარის მაღალი ხელფასიც ემატება, ის პარიზში სეზონში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ბიანკონერი კი ამ თანხის გადახდას არ აპირებს.
იუვენტუსს ალტერნატიული ვარიანტები შერჩეული ჰყავს, ბიანკონერი რადუ დრაგუშინის, სემ ბეუკემას, არდიან ისმაილისა და ლეო ორტიზის კანდიდატურებს განიხილავს, ასევე არ არის გამორიცხული, მომდევნო კვირებში გუნდის სიაში ახალი სახელები გამოჩდნენ.