TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვემ გრინვუდთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

კრისტიანო ჯუნტოლი მეისონ გრინვუდის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს და ინგლისელ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ, გრინვუდმა ბიანკონერის რიგებში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო და გუნდებს შორის მოლაპარაკებების დასრულების მოლოდინშია.

წყაროს ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედი გრინვუდის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს, იუვენტუსი კი ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომლის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და ის წითელი ეშმაკების გეგმებში არ შედის, 30 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.