კაპელო:“ მანჩინის იტალიის ნაკრებში დაბრუნების განხილვა სრული აბსურდია“
ფაბიო კაპელომ იტალიის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატებზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, ამ მომენტისთვის ყველაზე ლოგიკური არჩევანი ანტონიო კონტეა. მანჩინი ძალიან კარგი მწვრთნელია, მაგრამ მისი სახელის განხილვა სრული აბსურდია.
„ის, როგორც მანჩინიმ იტალიის ნაკრები დატოვა, ჩემთვის უპატიებელია და მის დაბრუნებას არც კი განვიხილავდი, ის ამ შანსს არ იმსახურებს.
„პირლო ? მე ეს კანდიდატურა მომწონდა, რადგან ჩვენ რაღაც ახალი გვჭირდება და ანდრეა სწორედ ახალი სისხლია. მალდინისა და ლეონარდოს წასვლა მოსალოდნელი იყო, რადგან მათ სრულ თავისუფლებას დაპირდნენ, თუმცა პირველივე ნაბიჯში მათი გადაწყვეტილება შეცვალეს.“
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
