TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვეს იანვარში შეტევის გასაძლიერებლად 2 პრიორიტეტი შერჩეული ჰყავს

კრისტიანო ჯუნტოლი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას აგრძელებს და იუვენტუსის დირექტორის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ვიცე-ვლაჰოვიჩის გაფორმება იქნება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსს იანვრისთვის 2 პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი არჩევანს პარმას 21 წლის ფორვარდს ანჟე-იოან ბონისა და უდინეზეს 24 წლის ლორენცო ლუკას შორის გააკეთებს.

როგორც პარმა, ასევე უდინეზე ფეხბურთელების სანაცვლოდ დაახლოებით 15-20 მილიონ ევროს ითხოვენ.