იუვენტუსის დიდებული სტატისტიკა სერია ა-ში…
გასულ კვირებში ტიაგო მოტა და მისი იუვენტუსი იტალიურ მედიაში არაერთხელ გააკრიტიკეს, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბიანკონერი იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და გასულ სეზონთან შედარებით ძლიან დიდი პროგრესი აქვს.
იუვენტუსმა სერია ა-ს გასულ 6 მატჩში არც ერთი გოლი არ გაუშვა, რითიც ტიაგო მოტას გუნდმა სერია ა-ს რეკორდი დაამყარა და ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჯერჯერობით გოლი არ გაუშვია.
იუვენტუსი პირველ ადგილზეა მოსალოდნელი გოლების გაშვების (xG) მხრივაც, მხოლოდ 2.3. ტიაგო მოტას გუნდს სერია ა-ში საშუალოდ ბურთის ფლობის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (60.7) და ზუსტი პასების საუკეთესო მაჩვენებელი (540) აქვს.