TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსსა და მაკკენის შორის მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს

იუვენტუსმა და უესტონ მაკკენიმ ახალ კონტრაქტზე მუშაობა განაახლეს და La Stampa-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებები პოზიტიურად ვითარდება.

გასულ თვეებში მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკები შეჩერებული იყო, მაგრამ ლუჩიანო სპალეტის გუნდში მისვლის შემდეგ მაკკენი იუვენტუსის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და ლუჩიანო სპალეტის მისი შენარჩუნება სურს.

წყაროს ცნობით, მაკკენი გასამრჯელოს 2.5 მილიონიდან 4 მილიონამდე გაზრდას ითხოვს, იუვენტუსი კი მზად არის, მისი ხელფასი 3 მილიონამდე გაზარდოს, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !