TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა სანჩოს ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტის ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, იუვენტუსმა ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მუშაობა აქტიურად დაიწყო.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეხვედრა უკვე გაიმართა, იუვენტუსს ფეხბურთელის იჯარით გაფორმება სურს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, წითელი ეშმაკები კი თავის მხრივ ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვენ.

მეისონ გრინვუდს რაც შეეხება, იუვენტუსმა 22 წლის ფეხბურთელზე საბოლოოდ თქვა უარი და შეტევის გაძლიერებას სხვა კადრებით ეცდება.